სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:10 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ცვლილებების შემდეგ ბევრად ამბიციურად ვითამაშეთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საწყისი 20-25 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, ბურთს ხშირად ვკარგავდით და არაფერი გამოგვდიოდა. პირველივე ტაიმში ტაქტიკური გადაადგილებები გავაკეთეთ, მეორე ტაიმში კი მცველის ნაცვლად თამაშში თავდამსხმელი ჩავრთეთ, რის შედეგადაც უფრო ამბიციურად ვითამაშეთ. კარგია ის ფაქტი, რომ თამაში გადავარჩინეთ, რაც მეტყველებს, რომ გუნდში ხარისხი არის, თუმცა, ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილს გოლის მომენტში შეეძლო უკეთ თამაში, მაგრამ ამის შემდეგ ფანტასტიკური იყო. ის ყოველ კვირაში ამტკიცებს „ვალენსიაში“ რა შეუძლია და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

3-მცველიანი სქემის შეცვლა? ეს ტაქტიკა აქამდე წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ ფეხბურთში სწრაფად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ამიტომ, ცვლილებებისთვის მზად უნდა ვიყოთ და მოვერგოთ. დღეს მეორე ტაიმში 4 შემტევი იყო მინდორზე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე და კვარაცხელია, მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო და შემდეგ გადავწყვეტთ, ვითამაშებთ თუ არა, ასეთი შემტევი შემადგენლობით. თუმცა, რასაკვირველია, ეს ვარიანტიც განიხილება და ერთ-ერთი არჩევანი იქნება მომავალში.

მიქაუტაძე ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და მაღალ დონეზე თამაშობს. გეთანხმებით, რომ ის გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, როცა მოედანზე მეწყვილე ჰყავს, მაგრამ ამჟამად ზივზივაძეს კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ აქვს, ამიტომ, მომიწია, მიქაუტაძის მარტო დაყენება. მომავალში, როდესაც ბუდუც იდეალურ კონდიციაში იქნება, შესაძლებელია მათ ერთად ითამაშონ. ბოლო წუთზე მოედნის ცენტრში შეცდომა? ეს არ შეიძლება, მაგრამ ფეხბურთია და ხდება. ვიმუშავებთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე შევამციროთ.

ბოლო ერთა ლიგის მატჩებს თუ გავიხსენებთ, გიბრალტართან მატჩების გარდა, კვარაცხელია თითქმის ყოველთვის ცენტრში თამაშობდა. ის იმდენად გულწრფელი ბიჭია, რომ სადაც არ უნდა ვათამაშო, ყოველთვის ასრულებს ჩემს დავალებებს, შეუძლია მარცხნივ, ცენტრში და მარჯვნივ თამაში. რა თქმა უნდა, ის კლუბში გამოკვეთილი მარცხენა გარემარბია და მისთვის საყვარელი პოზიციაა, მომავალში აუცილებლად ვეცდებით ამ ფუნქციით უფრო მეტად დავტვირთოთ.

ყველამ იცის, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფი და შრომატევადია, ნახევარმცველები და შემტევები დაცვას ეხმარებიან, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს, მაგრამ ჩაკვეტაძე ჯერ არ არის ისეთი ფორმაში, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს. რასაკვირველია, ჩვენ მას ველოდებით, რომ შევა საუკეთესო კონდიციაში და ითამაშებს. ზოგადად, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც დაიმსახურებს, ყოველთვის ის ითამაშებს“, - თქვა სანიოლმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ივნისში ელოდება. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, კვიპროსს, 3 დღის შემდეგ კი შოტლანდიას დაუპირისპირდება, ორივე შემთხვევაში გასვლაზე.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113181
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X