ფეხბურთი

14:29 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ლიხტენშტეინთან შეხვედრაში რეკორდს დაამყარებს

ხვალ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პორტუგალიის ნაკრები ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება, ამ შეხვედრაში თამაშის შემთხვევაში, კი კრიშტიანუ რონალდუ FIFA-ს რეკორდს დაამყარებს.



„ალ ნასრის“ შემტევი ხვალ თამაშის შემთხვევაში ეროვნული ნაკრების მაისურს 197-ედ მოირგებს, რითაც ისტორიაში ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

ამჟამად რონალდუ ამ რეკორდს ქუვეითელ ბადერ ალ-მუტავასთან იყოფს, მათ უკან კი მალაიზიელი სოჰ ჩინ ანია. ხვალ თამაშის შემთხვევაში, კრიშტიანუ ერთპიროვნულად გალიდერდება.

„ალ ნასრის“ შემტევის მომავალი ნაკრებში გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ გაურკვეველი იყო, თუმცა „სელესაოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა რონალდუ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდში იხმო.

კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი 2003 წელს, 18 წლის ასაკში ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარა, პირველი გოლი კი მე-8 მატჩში, საბერძნეთის წინააღმდეგ გაიტანა.

0.115468