რაგბი

19:31 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები მსოფლიოს რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდნენ, რომელსაც ბოლოს 2019 წლის სექტემბრის ბოლოს იკავებდნენ.

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პორტუგალია საქართველომ 38:11 დაამარცხა. მეტოქე 50-ე წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა ბორჯღალოსნების გამოცდილებამ და ძალამ თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

ამ გამარჯვებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-2016 წლებში); 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა; ტურნირზე მე-100 გამარჯვებით კი, მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.

მოწინავე ათეულში შესვლამდე, რაც ქართული რაგბის გაცხადებული მიზანია ერთი ხელის გაწვდენა რჩება. საქართველოს წინ იაპონიაა, რომელიც 1,16 სარეიტინგო ქულით გვისწრებს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.684015