სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:57 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კვარაცხელია გოლების ან საგოლე პასების შიმშილს მუდმივად განიცდის"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მორიგ ტურში „ტორინო“ მისსავე მოედანზე 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მოგებაში წვლილი ყველაფრით შეიტანა - გოლით, საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით.

იტალიურმა მედიამ კვარას ვიქტორ ოსიმენთან ერთად საუკეთესო ქულები დაუწერა, რაც ბუნებრივია, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ ითამაშა საოცრად მაღალ დონეზე.

Sportmediaset 7.5 ქულა: „ოსიმენთან ერთად აყალიბებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შეუპოვარ წყვილს. მოიპოვა და გაიტანა პენალტი, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. მესამე გოლზე პასი ქუსლით გააკეთა, მეოთხე გოლში კი საგოლე პასი მიითვალა. აბსოლუტური“.

Eurosport 7.5 ქულა: „ცოტა ჩუმად იწყებს, სპალეტიც ეძახის, მაგრამ მოპოვებული და გატანილი პენალტის შემდეგ ისე გაანათა, როგორც იცის და როგორც აკეთებს. წარმოუდგენელი შეთამაშება ოსიმენთან. ის ბოლომდე არ ნებდება და ამტკიცებს, რომ გოლების ან საგოლე პასების შიმშილს მუდმივად განიცდის“.

Calcionapoli24 7.5 ქულა: „იურიჩმა თქვა, რომ მის შესაჩერებლად ლოცვა იყო საჭირო. მოიპოვა პენალტი და გაიტანა, შემდეგ როგორი პასი გაუკეთა ქუსლით ოლივერას? ფანტაზიამ იფეთქა, მარტივი პასი გაუკეთა ნდომბელესაც. ის არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც სადებიუტო სეზონში ტოპლიგაში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს დიეგოსა და 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ“.

Tuttonapoli 7.5 ქულა: „ვერ გააჩერებ, პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედოვნო, რომ მისი დღე არ იქნება“. იურიჩი ქართველისადმი დამოკიდებულებას უკეთესად ვერ აღწერდა, რომელმაც მოიპოვა პენალტი, რომელიც ამჯერად გაიტანა და მატჩი დახურა, შემდეგ მესამე გოლში ფანტასტიკური ქუსლით პასით და ნდომბელეს საგოლე პასი გაუკეთა“.

Calciomercato 7.5 ქულა: „პენალტი მოიპოვა და გაიტანა, ოლივერა ქუსლით ფლანგზე მარტო დატოვა და ნდომბელე საგოლე პასით უზრუნველყო. მოკლედ, „ნაპოლის“ გამარჯვების უკან ბევრი რამ მისია“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. კონკრეტულად სერია A-ში ქართველის აქტივში 23 შეხვედრა 12, გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ის გოლებით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს (21) და ლაუტარო მარტინესს (14) ჩამორჩება, ხოლო საგოლე პასებით ყველას უსწრებს და ლიდერია...

„ნაპოლი“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, მდევრებთან უდიდესი უპირატესობა აქვს, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „მილანს“ უმასპინძლებს, ზედ სანაკრებო პაუზის მერე და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე 10 დღით ადრე.

ორშაბათიდან საქართველოს ნაკრების შეკრება იწყება და ხვიჩა კვარაცხელიაც ახლა ვილი სანიოლის გუნდის განკარგულებაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109324
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X