სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:06 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ ინგლისის FA-ს თასზე მესის რეკორდი არ მოეხსნა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლი“ 6:0 გაანადგურა, ერლინგ ჰოლანდმა კი მორიგი ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

თუმცა, ნორვეგიელი ფორვარდი პეპ გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, ისევე, როგორც მანამდე „ლაიფციგთან“, როდესაც 5 გოლი გაიტანა. გვარდიოლამ მაშინ აღნიშნა, რომ ერლინგის შეცვლის მიზეზი მისთვის მოტივაციის დატოვება იყო, რადგან კარგი არ იქნებოდა, თუ 22 წლის ასაკში ლიონელ მესის რეკორდს მოხსნიდა (ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლზე მეტის გატანა).

ამჯერადაც პეპმა იგივე მიზეზი დაასახელა, თუმცა, ცხადია ხუმრობით, რადგან მესის ინგლისის ასოციაციის თასზე არასდროს უთამაშია.

„შევცვალე, რადგან არ მინდოდა მესის რეკორდი მოეხსნა ასოციაციის თასზე. ყოველთვის მინდა ჩემი ფეხბურთელების დასჯა, ეს არის ჩემი მიზანი... ამ ბავშვს მომავალში პრობლემა შეექმნება, მისგან ყველა თამაშში 3-4 გოლს ელოდება, მაგრამ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა ბოლო ერთ კვირასა და ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა, თან სულ საათზე ოდნავ მეტი დრო გაატარა მოედანზე. ნორვეგიელს მომდევნო ორი თამაში ეროვნულ ნაკრებში ელოდება, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112763
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X