იტალიელი ჟურნალისტი ენრიკო ვარიალე ვიქტორ ოსიმენის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.
ვარიალეს განცხადებით, მსგავსი რამ იშვიათია და ეს ტანდემი ერთად დიდი ხნის განმავლობაში უნდა თამაშობდეს. თუმცა, იტალიელისთვის გასაგებია, რომ ეს ადვილი არ იქნება.
„უცხოური პრესის დაჯილდოების ცერემონიალზე ოსიმენმა თქვა, რომ კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. მოედანზეც ჩანდა, თუ რამდენად მეგობრობენ ისინი, მაგრამ ჩემპიონი, რომელიც თავის დაჯილდოებაზე თანაგუნდელს ასე ადიდებს, იშვიათია. ეს ტანდემი ერთად დიდხანს უნდა იყოს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება“, - დაწერა ვარიალემ სოციალურ ქსელში.