ფეხბურთი

20:38 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია, ის განსაკუთრებული ბიჭია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ნიგერიელი თავდამსხმელის თქმით, კვარა რომ გამორჩეული ადამიანი იყო, ამას მისი გაცნობისთანავე მიხვდა.

„კვარა განსაკუთრებული ბიჭია, ამას მაშინვე, პრე-სეზონზე მივხვდი. ის ყველას უყვარს გასახდელში, არა მხოლოდ იმისთვის, რასაც აკეთებს გასახდელში, არამედ იმისთვისაც, რასაც აკეთებს მოედნის გარეთ. მჯერა, რომ მას შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება მომდევნო წლებში, ვიმედოვნებ, რომ ასევე „ნაპოლისაც“ ბევრ დიდებას მოუტანს“, - აღნიშნა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში შესანიშნავი თამაშით არა მარტო იტალიური, არამედ მთლიანად ევროპული ფეხბურთის სპეციალისტების ყურადღება მიიქციეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.10044