ფეხბურთი

19:03 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" ზედიზედ მეოთხე მოგება და ბუდუ ზივზივაძის დებიუტი

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად როსტოკის „ჰანზა“ 2:0 დაამარცხა, ქართველ ფეხბურთელს კი დებიუტი ჰქონდა.

ზივზივაძემ იანვარში გადავიდა გერმანულ გუნდში, მაგრამ აქამდე მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რადგან მუხლის ტრავმა ჰქონდა. ამჯერად კი ოფიციალური დებიუტი შედგა. ბუდუ მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

„კარლსრუემ“ პირველივე ტაიმში გაუტანა მეტოქეს ორი გოლი და 2:0 იმარჯვა. ეს იყო კრისტიან აიხნერის გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე მოგება, რის შედეგადაც 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე აინაცვლა.

აქვე გეტყვით, რომ „კარლსრუე“ მომდევნო ტურში 12 მარტს, საკუთარ მოედანზე „ჰამბურგს“ დაუპირისპირდება.

0.110631