სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

23:22 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ახალი სეზონი პოულით დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბაჰრეინში ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის, ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართა, რომელიც მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო. მან უკან მოიტოვა თანაგუნდელი სერხიო პერესი. „რედ ბულის“ პილოტები კვირის რბოლას პირველი ხაზიდან დაიწყებენ.

მეორე ხაზზე კი „ფერარის“ შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი დადგებიან. ამჯერად მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი), ვინც პარასკევის და შაბათის თავისუფალი პრაქტიკები საუკეთესო შედეგებით დაასრულა.

ფერსტაპენს პრაქტიკების დროს, მანქანასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ კვალიფიკაციისთვის გუნდმა შეძლო მანქანის უკეთ მომზადება და ჩემიონმაც სეზონი მისთვის შესაფერისად, პოულით დაიწყო. და მან ეს გამარჯვება მამამისს, იოს ფერსტაპენს მიუძღვნა, ვისაც შაბათს 51 წელი შეუსრულდა.

„იმედი მაქვს, ის ამას უყურებდა. დარწმუნებული ვარ, ასე იყო. ჩემთვის სარბოლო უქმეები რთულად დაიწყო. დღესაც ჩემი რიტმის პოვნა გამიჭირდა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, ყველაფერი კარგად ავაწყე. მინდა ვთქვა, რომ ამ პოულით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რადგან პრაქტიკების პრობლემების გამო, ამას არ ველოდი. ეს მანქანა რბოლებში უკეთესია და ვნახოთ, ასე იქნება, თუ არა“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

„მერსედესის“ ჯორჯ რასელმა და ლუის ჰამილტონმა, შესაბამისად, მეექვსე და მეშვიდე შედეგები დააფიქსირეს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ამით გაოცებული დარჩა და განაცხადა, რომ პრაქტიკების შემდგ, ასეთ შედეგს არ ელოდა. გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა კი განაცხადა, რომ სასწრაფოდ განსხვავებული კონცეპციის მანქანაზე გადასვლაა საჭირო.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:29.708
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:29.846
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:30.000
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:30.154
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:30.336
  6. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30.340
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30.384
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:30.836
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:30.984
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) -

  1. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.381
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:31.443
  3. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:31.473
  4. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:32.510
  5. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) -

  1. ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) 1:31.652
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:31.892
  3. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:32.101
  4. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:32.121
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:32.181
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11704
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X