ფეხბურთი

19:42 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ტრანსფერები აეკრძალა

კატალონიურ „ბარსელონას“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ახალი ფეხბურთელების შეძენა აეკრძალა. როგორც ლა ლიგის თავმჯდომარემ ხავიერ ტებასმა Financial Times Business of Football სამიტზე განაცხადა, კლუბს ტრანსფერებისთვის შემოსავალი სახსრები არ აქვს.

ტებასმა აღნიშნა, რომ კლუბმა თავისი ინვესტიციები უნდა შეამციროს და გაყიდოს ფეხბურთელები, რადგან გაყიდვიდან შემოსული თანხის მხოლოდ 40%-ის დახარჯვას შეძლებენ. ლა ლიგის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ მკაცრი ეკონომიკური კონტროლი აქვთ და ყოველი სატრანსფერო ფანჯრის წინ ლა ლიგა თავიანთ კლუბებს ეუბნება, რამდენის დახარჯვა შეუძლიათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტებასმა მოუწოდა „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას გადადგომისკენ მოუწოდა ბოლო ბრალდებებისა და ლა ლიგის სამსაჯო კორპუსის ყოფილი ხელმძღვანელის მოსყიდვის გამო.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109098