ფეხბურთი

19:04 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Rai-ს ჟურნალისტი: "კვარაცხელიას თამაშით ტკბობა ნეაპოლში მინიმუმ მომდევნო სეზონშიც შეეძლებათ"

ტელეკომპანია Rai-ის ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ნიგერიელი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს სასურველი შეთავაზების შემთხვევაში, კვარას მომდევნო ზაფხულს „ნაპოლიდან“ წასვლა კი გამორიცხულია.

„ვიქტორ ოსიმენი 150 მილიონი ევროს ფარგლებში ზაფხულში დიდი ალბათობით „ნაპოლის“ დატოვებს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, იქნება ეკონომიკური კორექტირება, რასაც ბიჭი იმსახურებს, მაგრამ შენარჩუნების პრობლემა არ იქნება. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ კვარაცხელიას თამაშით მინიმუმ ერთი წელი კიდევ დატკბნენ“, - თქვა ვენერატომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის 2028 წლამდე განახლებისა და ხელფასის 1.2 მილიონი ევროდან 2.4 მილიონ ევრომდე გაზრდაზე მუშაობს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.114387