„ნაპოლის“ თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი გამოაკლდა. 22 წლის ფეხბურთელმა ტრავმა დღეს მიიღო და ვარჯიშის დასრულება ვერ მოახერხა.
იტალიელ შემტევს კუნთის დაზიანება აწუხებს, რომლის ზუსტი ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა, თუმცა, გარკვეული პერიოდის გამოტოვება ალბათ მოუწევს.
ჯაკომო რასპადორიმ „ნაპოლის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.