ფეხბურთი

23:55 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუემ" 4-თვიანი პაუზის შემდეგ მოიგო, ბუდუ ზივზივაძის დებიუტი არ შედგა

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-20 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ ფიურტი დაამარცხა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ 3 ქულა მოიპოვა.

ქართველი ფეხბურთელი პირველად მოხვდა განაცხადში და სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა, მისი დებიუტი გადაიდო, რადგან თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ბუდუ ჯერ ადაპტაციას გადის, შესაბამისად, მოედანზე მის გამოჩენას მომდევნო ტურში უნდა ველოდოთ.

გარდა ამისა, ბუდუს უთამაშებლობას თამაშის სცენარმაც შეუწყო ხელი, რადგან „კარლსრუე“ აგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, ხოლო 73-ე წუთზე წინ გავიდა და მერე მწვრთნელს ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა მოუწია. თანაც, მასპინძლები 24-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ.

სხვათა შორის, უფრო დასაფასებელია „კარლსრუეს“ ეს გამარჯვება, რადგან 21-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩა, 24-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ ხსენებულ ვითარებაში 2 გოლი გაიტანა და მოიგო.

„კარლსრუემ“ შეწყვიტა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია და 7 ოქტომბრის შემდეგ პირველად იმარჯვა. ზივზივაძის გუნდი 22 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 თებერვალს, „ზანდჰაუზენს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112667