სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:37 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: “მსურს ვაჩვენო, რომ ფეხბურთის თამაში ბუნდესლიგის დონეზეც შემიძლია“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც კარიერას მეორე ბუნდესლიგის კლუბ „კარლსრუეში“ განაგრძობს, გერმანულ BNN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა:



„კარლსრუეში“ ორშაბათს ჩამოვედი, სამშაბათს კი კონტრაქტის დეტალები გავაფორმე. საჭირო დოკუმენტების ჩამოსატანად უკან, უნგრეთში მომიწია გაფრენა და გუნდთან ერთად პირველად პარასკევს ვივარჯიშე.“

„ნოემბერში მხარზე დაზიანება მივიღე, ოპერაცია გავიკეთე და ამის გამო 100 პროცენტით მზად არ ვარ. მჯერა, ძალიან მალე სრულყოფილ ფორმას დავიბრუნებ. ერთი სული მაქვს, „კარლსრუეში“ ჩემს პირველ წუთებს როდის ჩავატარებ.“

„კლუბთან კონტაქტზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. გადამწყვეტი შეთანხმება მხოლოდ 8 დღის წინ შედგა. მიხარია, რომ აქ ვარ, კარგ კლუბში დიდებული ისტორიით და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავიღებ.“

„ალექსანდრე იაშვილი ამ გუნდის კაპიტანი იყო და აქაურობის შესახებ ყველაფერი იცის. რაც მან „კარლსრუეს“ შესახებ მითხრა, კარგად ჟღერდა, ამიტომაც აქ გადმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი არ მიფიქრია.“

„როდესაც „უიპეშტს“ ვეთამაშებოდით, გუნდს, სადაც განათხოვრებული ვიყავი, ერთ-ერთ ყოფილ თანაგუნდელს მაისური გავუცვალე. ის მატჩი 0:1 წავაგეთ, არ ვიყავი კარგ ხასიათზე და პირდაპირ გასახდელში წავედი, ამის შემდეგ კი გულშემატკივრებმა პროვოკაციაში დამადანაშაულეს, თუმცა მე მსგავსი რამ არც კი მიფიქრია. იანვრამდე მეორე გუნდში მიწევდა თამაში.“

„მე მათი არ მესმოდა. შეიძლებოდა 1-2 კვირით დავესაჯე და ამით დასრულებულიყო ყველაფერი, თუმცა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. სწორედ ასეთი კრიზისის დროს ბრუნდები უფრო ძლიერი. ახლა აქ ვარ მზად ვარ ჩემი კარიერისთვის და ახალი კლუბისთვის ვიბრძოლო.“

„მეორე ბუნდესლიგაში ბევრი კარგი გუნდია. ვგრძნობ, მზად ვარ და შემიძლია ვაჩვენო, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია, ბუნდესლიგის დონეზეც კი.“

„ალბათ უმაღლეს დონეზე 100-მდე გოლი მაქვს გატანილი. საქართველოს მეორე ლიგის გოლებს არც ვთვლი, თორემ 150 მაინც მექნება. ჩემს კარიერაში 2022 საუკეთესო წელი იყო. იანვრიდან სექტემბრამდე როგორც „უიპეშტში“, ასევე ეროვნულ ნაკრებში ბევრი გოლი გავიტანე.“

„ყველა, ვინც მიცნობს იცის, რომ კარგი ხასიათის ვარ. მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს ხალხი და არ მადარდებს ის, თუ რას ამბობენ სხვები ჩემზე.“

„კარლსრუე რთულ მდგომარეობაშია. ვნახე „პადერბორნთან“ და „მაგდებურგთან“ ჩატარებული მატჩები და ჯერ სამწუხარო მარცხი, შემდეგ კი სამწუხარო ფრე იყო. ამ გუნდში პოტენციალს ნამდვილად ვხედავ. ამ სეზონში მიზანი ლიგაში დარჩენაა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა. მომავალ სეზონში ამ გუნდში ყველაფერი ახლიდან დაიწყება. სტადიონიც მზად იქნება იმ დროისთვის და ჩემი ახალი ცხოვრებაც ამ პერიოდში დაიწყება „კარლსრუეში.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა გერმანულ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. შესაძლოა ახალ გუნდში მისი დებიუტი პარასკევს, „გროიტერ ფიურტთან“ მატჩში შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108453
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X