სხვა

0:25 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარა ტაეკვანდოს ნაკრების წარმატება სტამბოლის ღია ჩემპიონატზე

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები გუნდის ტრიუმფალური გამარჯვება თურქეთში სტამბოლის ღია ჩემპიონატის და პრეზიდენტის ევროპის თასის გათამაშებაზე.

ორი ტურნირის მონაწილე 30 ქვეყანას შორის, 7 ქართველი პარასპორტსმენის 10 მაღალი სინჯის მედალი - 6 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო მედალია პარა ტაეკვონდოს ნაკრების ანგარიშზე.

გოგა ხახალაშვილი და გელა ზარქუა სტამბოლის ღია ჩემპიონატის და პრეზიდენტის ევროპის თასის ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

სანდრო მეგრელიშვილმა და გიორგი ხიზანიშვილმა პრეზიდენტის ევროპის თასის ოქროს მედლები მოიპოვეს. გიორგი ხიზანიშვილი სტამბოლის ღია ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა, გიორგი ნიკოლაძემ კი პრეზიდენტის ევროპის თასის ვერცხლი აიღო.

ლია ჩაჩიბაია ორივე ტურნირის ბრინჯაოს მედლების მფლობელია. თურქეთში გამართული პრეზიდენტის ევროპის თასის და სტამბოლის ღია ჩემპიონატის ტურნირების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ფინალურ ბრძოლებში თურქეთის, უზბეკეთის, უნგრეთის, ირანის უძლიერეს მოწინააღმდეგეებს შეხვდნენ და გადამწყვეტ ბრძოლებში გამარჯვება მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111718