სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90

23:37 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყოჩაღი შონი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მთავარი მწვრთნელის ცვლილება არა მხოლოდ „ევერტონისთვის,“ არამედ „მანჩესტერ სიტისთვისაც“ საჭირო დროს მოხდა. შონ დაიჩმა შეძლო სწრაფად შეეზავებინა ბარნლური მოტივები „ევერტონის“ თამაშში და ამან ლივერპულური გუნდი „არსენალისთვის“ მიუწვდომელი გახადა.

ლიდერმა პირველი ტაიმი ზანტად ჩაატარა, თითქოს ელოდა, „ევერტონი“ შეცდომებს როდის დაუშვებდა. „მეთოფეები“ ბურთის კონტროლით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა თამაშს ვერ ამწვავებდნენ. მეტიც, ეპიზოდებში უფრო დამუხტული მასპინძლები ჩანდნენ.

შესვენების შემდეგ „არსენალი“ აჩქარდა. მაგრამ, ერთი საათის თავზე, „ევერტონის“ მორიგი კუთხური გოლით დასრულდა - თავი თავურით ჯეიმს ტარკოვსკიმ გამოიჩინა. სტუმრები ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.

მერსისაიდელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს, 18 ქულა მოაგროვეს და ცხრილში ორი საფეხურით დაწინაურდნენ. გასავარდნ ზონასაც უმნიშვნელოდ, მაგრამ დასცილდნენ.

შონ დაიჩმა დებიუტი ლიდერთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით აღნიშნა. „ევერტონს“ ხომ პრემიერლიგაში ოქტომბრის შემდეგ აღარ მოეგო.

„არსენალი“ კი კვლავ ლიდერია და ხუთი ქულით უსწრებს „სიტის,“ რომელიც კვირას „ტოტენჰემს“ ეწვევა.

„მანჩესტერის“ „კრისტალ პალასთან" გამარჯვება, თუ მატჩის ბოლო წუთებს გავითვალისწინებთ, ძალიან რთული გამოდგა. თუმცა თავიდან მათთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მასპინძლებმა სწრაფი ბურთი გაიტანეს. უკვე მე-7 წუთზე ფერნანდეშმა ზუსტად დაარტყა პენალტი.

შესვენების შემდეგ რაშფორდმა მანჩესტერელების უპირატესობის გააორმაგა. თითქოს ინტრიგა აღარ არსებობდა, მაგრამ, მალევე გუნდურ კინკლაობას კაზემიროს გაძევება მოჰყვა. გამოცდილი ბრაზილიელი მეტოქე უილ ჰიუზის რატომღაც ყელში სწვდა და დამსახურებულად მიიღო წითელი ბარათი.

უმრავლესობაში დარჩენილმა სტუმრებმა მალევე გაიტანეს ერთი საპასუხო ბურთი. ბოლო წუთებზე კი რამდენჯერმე შეეძლოთ გათანაბრება. მაგრამ ტენ ჰაგის შეგირდებმა გაძლეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. ახლა 42-ქულიანი „მანჩესტერი“ მესამე ადგილზეა. „კრისტალ პალასმა“ კი 24 ქულა მოაგროვა და მე-12 საფეხურზე დგას.

დაბოლოს, მატჩი მიუნხენის ტრაგედიის 65-წლისთავთან დაკავშირებით წუთიერი დუმილით დაიწყო. შეგახსენებთ, 1958 წლის 6 თებერვალს თვითმფრინავმა, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებიც ისხდნენ, მიუნხენში ავიაკატასრიფა განიცადა, რის შემდეგაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „მანჩესტერის“ ფეხბურთელები.

„ლივერპულის" გულშემატკივრების იმედები არ გამართლდა. „წითლების" ქომაგებს ეგონათ, იანვარი დასრულდება, დაშავებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან და გუნდი საქმის გამოსწორებას დაიწყებსო. ჯერ კიდევ არსებობდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნების შანსი. მაგრამ ახალდამდგარმა თებერვალმა ვერაფერი გამოასწორა.

მეტიც - აუტსაიდერად მიჩნეულმა „ვულვერჰემპტონმა" მატჩის დასაწყისშივე ალისონს ორი სწრაფი გოლი გაუტანა. ჯერ ჰვანგმა აიძულა მატიპი საკუთაერ კარში ჩაეჭრა ბურთი, შემდეგ კი დოუსონმა ისარგებლა სტანდარტის კვალად საჯარიმოში მეტოქის დაბნეულობით.

გოლებმა „მგლებს“ თავდაჯერება შესძინა. შესვენების შემდეგ „ლივერპული“ გააქტიურდა. მომენტებიც შექმნეს. მასპინძელთა მცველები ოფლად გაიღვარნენ. თუმცა „ვულვზი“ კონტრშეტევის შანსს ელოდა და ეს მომენტიც დადგა - რუბენ ნევეშმა მესამედ აიღო მერსისაიდელთა კარი.

იურგენ კლოპმა წარუმატებელი სერია განაგრძო. „ლივერპული“ კი კიდევ ერთი ადგილით დაქვეითდა და 29 ქულით მე-10 საფეხურზე დადგა.

ინგლისი

პრემიერლიგა

22-ე ტური. 4 თებერვალი

ევერტონი - არსენალი 1:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი“

1:0 ტარკოვსკი (60)

ევერტონი: პიკფორდი, მიკოლენკო, ტარკოვსკი, კოდი, კოულმენი, ივობი, გეიე, ონანა, მაკნილი, დუკურე, კალვერტ-ლიუინი (მოპე 62)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

არსენალი: რამსდეილი, ზინჩენკო, გაბრიელი, სალიბა, უაითი (ტომიასუ 85), ედეგორი (ვიეირა 77), პარტეი (ჟორჟინიო 59), ჯაკა, მარტინელი (ტროსარი 59), ნკეიტა, საკა

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: მიკოლენკო (63), ონანა (69), პიკფორდი (86), მოპე (90+6); ზინჩენკო (90+6)

ნიუკასლი - ვესტ ჰემი 1:1

ნიუკასლი. „სენტ-ჯეიმს პარკი“

1:0 უილსონი (3), 1:1 ლუკას პაკეტა (32)

ნიუკასლი: პოუპი, ტრიპიერი, შერი, ბარნი, ბოტმანი, ალმირონი, უილკოკი, ლონგსტაფი, უილსონი, სენ-მაქსიმენი (გორდონი 69), ჟოელინტონი

მწვრთნელი: ედი ჰაუ

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ოგბონა, ცოუფალი (დაუნსი 90+1), ემერსონი, კერერი (ჯონსონი 46), აგერდი, რაისი, ლუკას პაკეტა (სოუჩეკი 74), ანტონიო (ინგზი 80), ბენრაჰმა (ფორნალსი 74), ბოუენი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: პიტერ ბენკსი

გაფრთხილება: უილკოკი (45), ჟოელინტონი (57); აგერდი (90+1)

ვულვერჰემპტონი - ლივერპული 3:0

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“

1:0 მატიპი (5 საკ. კარში), 2:0 დოუსონი (12) 3:0 ნევეში (71)

ვულვერჰემპტონი: სა, აიტ-ნური (კასტრო 84), დოუსონი, კილმენი, სემედუ, ლემინა (პოდენსე 83) , ნევეში, ნუნიეში, კუნია (ხიმენესი 60), ხი ჩან ხვანი (ტრაორე 42), სარაბია (მოუტინიო 60)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, გომესი, მატიპი, რობერტსონი (ციმიკასი 86), კეიტა (ჰენდერსონი 65), ბაიჩეტიჩი (ელიოტი 77), ალკანტარა (მილნერი 85), გაკპო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 85), სალაჰი, ნუნიესი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: დოუსონი (45+4); გომესი (75)

მანჩესტერი - კრისტალ პალასი 2:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

1:0 ბრუნუ ფერნანდეში (7 პენ), 2:0 რაშფორდი (62), 2:1 შლუპი (76)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა (ლინდელოფი 87), ვარანი, ლისანდრო მარტინესი, შოუ, კაზემირო, ფრედი, ბრუნუ ფერნანდეში, ანტონი (ზაბიცერი 81), ვეგჰორსტი (გარნაჩო 59, მაგუაირი 87), რაშფორდი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

კრისტალ პალასი: გუაიტა, კლაინი, რიჩარდსი, გეჰი, მიტჩელი, დუკურე (აჰმადა 82), ჰიუზი (ლოკონგა 72), აიუ (ეზე 73), ოლისე, შლუპი (მატეტა 83), ედუარი

მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ანტონი (67); მიტჩელი (45+1), შლუპი (67)

გაძევება: კაზემირო (70)

ასტონ ვილა - ლესტერი 2:4

1:0 უოტკინსი (9), 1:1 მედისონი (12), 2:1 სუტარი (32 საკ. კარში), 2:2 იჰეანაჩო (41), 2:3 ტეტე (45+2), 2:4 პრატი (79)

ბრენტფორდი - საუთჰემპტონი 3:0

1:0 მი (41), 2:0 მბუემო (44), 3:0 იენსენი (80)

ბრაიტონი - ბორნმუთი 1:0

1:0 მიტომა (87)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.159542
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X