სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

20:29 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | თამასის დაწევის უფლება არ გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბორჯღალოსნებმა წლის პირველ მატჩამდე ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ რაუნდში საქართველო 5 თებერვალს, 13 საათზე, გერმანიას „ავჭალაზე“ მასპინძლობს.

მეტოქე კარგად ნაცნობი გუნდია. ბორჯღალოსნებს მათ წინააღმდეგ 8-ჯერ აქვთ ნათამაშები და ყველა გამარჯვებით დაასრულეს, ლელოების საერთო სხვაობით 63/3-ზე, ხოლო ქულების 418:35-ზე. გერმანიამ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაგვიწია. 1995 წელს საქართველომ „დინამო არენაზე“ 14:3 იმარჯვა, მას შემდეგ კი ქართული რაგბი წინ წავიდა და 2010 წელს მეტოქე სერეკორდო სხვაობით, 77:3 დაამარცხა. 2015-2019 წლებში გერმანელები რეგულარულად თამაშობდნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატს და საქართველო 44-56 ქულების სხვაობით იგებდა, ბოლო შეხვედრა 2019 წელს ქუთაისში შედგა და მასპინძლებმა 52:3 მოიგეს.

მას შემდეგ გერმანია ალაფაზე დაქვეითდა, გასულ სეზონში იქ მესამე ადგილი დაიკავა და რადგან რაგბი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, ის ელიტას დაუბრუნდა.

ბორჯღალოსნები მომავალ შეხვედრას და ზოგადად წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განიხილავენ. კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელსაც რაგბი ევროპა 11-ჯერ აქვს მოგებული ამბობს, რომ აქცენტი ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე კეთდება:

„რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი რეგულარული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ამავდროულად, ჩვენ მას მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განვიხილავთ და მნიშვნელოვანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წელი გამარჯვებით დავიწყოთ. შარშან ისეთი შედეგები გვქონდა, არ გვაქვს უფლება თამასა დაბლა დავწიოთ. ამას არც ქომაგი გვაპატიებს და არც ჩვენ ვაპატიებთ საკუთარ თავს. ამიტომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული“.

ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე აკეთებს აქცენტს თორნიკე ჯალაღონია:

„ვემზადებით წლის პირველი, საშინაო თამაშისთვის და დატვირთული კვირა გვაქვს. გერმანია ჩემპიონატზე წელს დაბრუნდა და ფავორიტებად ვითვლებით, თუმცა მოწინააღმდეგეს ვაფასებთ და ვეცდებით გულშემატკივარს მაქსიმალურად სანახაობრივი, ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113249
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X