ფეხბურთი

18:10 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის კლუბში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ფეხბურთელია. დაანონსებული ტრანსფერი ცოტა ხნის წინ გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბუდუმ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ზივზივაძეს „დინამო თბილისში“, „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, „ესბიერგში“, „მეზოკოვეშდში“, „უიპეშტსა“ და „ფეჰერვარში“ აქვს ნათამაშები. მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მთავარ გუნდს ჩამოაშორეს.

„კარლსრუეში“ 2007-2012 წლებში ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა და გუნდსაც კაპიტნობდა. გერმანული პრესის ცნობით, სწორედ მან გაუწია ქართველ ფეხბურთელს რეკომენდაცია.

„კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-15 ადგილზეა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. აღსანიშნავია, რომ გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს მოუგებელი სერია აქვს, რის გამოც გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. ზივზივაძე გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო უახლოეს შეხვედრა „კარლსრუეს“ 5 თებერვალს, სტუმრად „მაგდებურგთან“ აქვს ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112089