სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:30 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ენცო ფერნანდესის დამატებასთან ახლოსაა

ლონდონის „ჩელსიმ“, როგორც ჩანს მიზანს მიაღწია და ენცო ფერნანდესს დაიმატებს. ამის შესახებ ჟურნალისტი დუნკან კასტელსი იტყობინება.

„ჩელსი“ ენცოს გადაბირებას მიმდინარე წლის დასაწყისში ცდილობდა, მაგრამ მაშინ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და თითქოს ტრანსფერიც ჩაიშალა. თუმცა, ბოლო საათებში სიტუაცია შეიცვალა და არგენტინელი ინგლისში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.

როგორც ცნობილი გახდა, „ჩელსი“ „ბენფიკას“ 130 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელიც „არისტოკრატებს“ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ფერნანდესმა „ბენფიკას“ ბოლო ვარჯიში გამოტოვა, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა პორტუგალიურ გუნდში ჩატარებულ 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, მან თავი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა, სადაც ტურნისი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. აქვე გეტყვით, რომ "ჩელსიმ" მას შემდეგ, რაც კლუბ ტოდ ბოელიმ იყიდა, ტრანსფერებში 600 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

0.112755