სხვა

23:00 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი მიღრიჯანაშვილის ვერცხლის მედალი პარა ძიუდოს გრან პრიზე

საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაიწყო 2023 წლის პირველი ასპარეზობა.

პარა ძიუდოში პორტუგალიაში მიმდინარე ალმადა-2023 წლის გრან-პრის გათამაშებაზე ნუკრი მიღრიჯანაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მიღრიჯანაშვილმა 60კგ.წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრა მოუგო მექსიკელ პარასპორტსმენს, ნახევარ ფინალში ყირგიზი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში კი ჩვენმა ფალავანმა ტატამზე ყაზახ ანაუ სარიევთან დათმო ბრძოლა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113466