ფეხბურთი

1:27 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "კიოლნთან" მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ სეზონის განახლებას ცუდ ფორმაში შეხვდა და ჯერ „ლაიფციგს“ ვერ მოუგო, ახლა კი „ალიანს არენაზე“ „კიოლნთანაც“ ქულას დასჯერდა.

„თხებმა“ „რეკორდმაისტერის“ კარი მატჩის დასაწყისშივე, მეოთხე წუთზე დალაშქრეს, როცა ელიეს სხირიმ ახლო მანძილიდან გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი თამაში იყო, ბავარიელებმა მხოლოდ ქულის გადარჩენა მოახერხეს, ისიც ბოლო, 90-ე წუთზე, როდესაც იოზუა კიმიხმა გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

„ბაიერნმა“ პირველი წრე 36 ქულით დაასრულა და უახლოეს მდევარ „ლაიფციგს“ 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 28 იანვარს, „აინტრახტს“ უმასპინძლებს.

„ბაიერნი“ – „კიოლნი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სხირი (4), 1:1 კიმიხი (90)

0.108541