ფეხბურთი

0:58 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სენეგალელი თავდამსხმელი დაიმატა

სენეგალის ნაკრების თავდამსხმელი მუსა კონატე „დინამო ბათუმში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კონატემ აჭარულ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გახანგრძლივების შესაძლებლობებით.

მუსა კონატეს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და თავის დროზე გოლი საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატში გაიტანა. მას უთამაშია თელ ავივის „მაკაბიში“, „ამიენში“, „დიჟონში“, „ჯენოაში“, "სივასპორში", „სიონსა“ და „კრასნოდარში“. ლიგა 1-ში 2017-2018 წლების სეზონში 13 გოლი გაიტანა, კარგი სეზონი ჰქონდა შვეიცარიის სუპერლიგაშიც (2014-2015), როცა 16 გოლი შეაგდო.

სენეგალის ნაკრებში 29 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 34 მატჩი და 12 გოლია. ის 2018 წლის მუნდიალის მონაწილეა, მაშინ სენეგალის მაისურით მოედანზე ორჯერ გავიდა.

0.110791