კალათბურთი

1:36 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 11 ქულა ჩააგდო, „ტენერიფემ“ კი „ბეტისი“ მარტივად დაამარცხა

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.



საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 11 ქულას, 5 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა და 1 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.

შერმადინთან ერთად „ტენერიფეს“ შემადგენლობაში ძალიან კარგი იყო ხაიმე ფერნანდესი, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო. ამ ყველაფრის ფონზე, „ტენერიფემ“ მატჩი მარტივად, 88:64 მოიგო.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, „ლენოვო ტენერიფეს“ ლიგა ენდესაში 26 ქულა მოუგროვდა და ამ მომენტისათვის ლიდერებს, „ბარსელონას“, „რეალს“ და „ბასკონიას“ გაუთანაბრდა, თუმცა მათ თავიანთი შეხვედრები ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 24 იანვარს, თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიას“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, 28 იანვარს კი უკვე ლიგა ენდესაში „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდება.

0.110252