ფეხბურთი

12:53 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო გედეში "ბენფიკაში" დაბრუნდა

ლისაბონის „ბენფიკამ“ გონსალო გედეში დაიმატა, რომელიც პორტუგალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაუბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გედეში გასულ ზაფხულს 36 მილიონ ევროდ „ვალენსიადან“ „ვულვზში“ გადავიდა, მაგრამ ინგლისურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა.

გონსალო „ბენფიკას“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015-2017 წლებში თამაშობდა. შემდეგ ის პსჟ-ში გადავიდა, ხოლო 2017-2022 წლებში „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11097