ფეხბურთი

14:26 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ბელინგემში „ახალ ჯერარდს“ ხედავს

„ლივერპული“ დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველით, ჯუდ ბელინგემით სერიოზულადაა დაინტერესებული. Sky Sport Deutschland-ის ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი 19 წლის შუახაზელის ტრანსფერის თაობაზე. მერსისაიდელები მასში „ახალ ჯერარდს“ ხედავენ.

მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, ფეხბურთელთან პირადად ჯერ არ უსაუბრია, თუმცა კლუბის წარმომადგენლები ბელინგემის გარემოცვას დაუკავშირდნენ და წინასწარი მოლაპარაკებაც გაიმართა. ისინი აბობენ, რომ თავად ჯუდსაც სურს „წითლების“ რიგებში გადასვლა.“ - უთხრა ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა Transfer Update-ს შოუს.

ოფიციალურად „ლივერპულს“ „ბორუსიისთვის“ ბელინგემის თაობაზე ჯერ არ მიუმართავს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება.

0.109517