ფეხბურთი

17:46 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ პირობა მიიღო, რომ თუ „გლადბახი“ ომლინს გაიფორმებს, ზომერს მათთან გაუშვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე, მანუელ ნოერი სათხილამურო კურორტზე დაშავდა და კლუბს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება, „რეკორდმაისტერმა“ კი ყურადღება „გლადბახის“ მეკარისკენ, იან ზომერისკენ მიმართა.



ბორუსიელებმა „ბაიერნის“ პირველი შეთავაზება, 8 მილიონ ევროს პლუს 1 მილიონი ბონუსები დაბლოკეს, რადგან მათ ახალი მეკარის ძიება მოუწევდათ. როგორც ირკვევა, დანიელ ფარკეს გუნდმა შვეიცარიელი მეკარის შემცვლელს საფრანგეთში მიაგნო და ისიც შვეიცარიელია - საუბარია „მონპელიეს“ მეკარე იონას ომლინზე.

გერმანული BILD-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბორუსიელები ომლინის ტრანსფერს განახორციელებენ, ისინი იან ზომერს „რეკორდმაისტერში“ გაუშვებენ და ამის შესახებ მათ მიუნხენელებს პირობაც კი მისცეს.

იან ზომერმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ წინააღმდეგ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. შვეიცარიელმა მიუნხენელთა დარტყმული ბურთები 19-ჯერ მოიგერია და გასაკვირი არაა, რომ „რეკორდმაისტერის“ ყურადღებაც მიიქცია.

რაც შეეხება იონას ომლინს, „მონპელიეს“ მეკარე 2.5 წელია საფრანგეთში თამაშობს და ამ პერიოდში მან კლუბის მაისური 74-ჯერ მოირგო, კარი კი მშრალად 15-ჯერ შეინახა.

0.113155