ფეხბურთი

17:01 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებმა Adidas-ის ახალი მაისურები წარადგინა (+VIDEO)

იტალიის ნაკრებმა ახალი დიზაინის მაისური წარადგინა, რომლითაც „სკუადრა აძურა“ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.

მთავარი სიახლე ისაა, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად იტალიის ნაკრებს Puma აღარ შემოსავს. გერმანული კომპანია Adidas-მა ჩაანაცვლა, რომელმაც იტალიისთვის საშინაო და საგარეო მაისურები დაამზადა.

ახალი ფორმები „სკუადრა აძურას“ მოქმედმა ფეხბურთელებმა წარმოადგინეს, მაგრამ პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო.

შეგახსენებთ, რომ Puma-ს პერიოდში იტალიის ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. „სკუადრა აძურა“ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.116845