სხვა

12:39 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხეცურიანმა 2023 წელი მედლით დაიწყო - ქართველმა ეტლით მოფარიკავემ მსოფლიო თასზე მეორე ადგილი დაიკავა

ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობისას ინგლისელ ჯასტინ მურს 15:3 აჯობა, ნახევარფინალში კი ფრანგი სოფი საბლონი ანგარიშით 15:4 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ტაილანდელ საისუნ იანასთან 15:10 წააგო, მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რაპირით ფარიკაობის შემდეგ ქართველი პარამოფარიკავეები ძალებს ხმლით ფარიკაობაში მოსინჯავენ და მედლებისთვის დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109842