ფეხბურთი

19:50 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Areanapoli: "კვარაცხელიას ფსიქოლოგთან გზავნიდნენ და მან ისინი ფსიქიატრთან გაგზავნა"

„იუვენტუსთან“ ბრწყინვალე თამაშის შემდეგ Areanapoli-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე მცირე წერილი მიუძღვნა, რომელიც ქართველის ფეხბურთელის კრიტიკოსების საპასუხო იყო. „იუვესთან“ მატჩამდე იტალიაში ბევრი სპეციალისტი საუბრობდა კვარას ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, მაგრამ ტურინულ გრანდთან წარმოდგენით მათ ხვიჩამ პასუხი გასცა.

„2022 წლის ბოლო ტურებში ტრავმის გამო არყოფნისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ხანგრძლივი პაუზის წყალობით ხვიჩა კვარაცხელიამ თითქოს დაკარგა ფორმა და ის თამაში, რითაც მანამდე სერია A-ში მთავარი მოქმედი პირი გახდა. „ინტერთან“ მილანში მარცხი მხოლოდ მცირე ინციდენტი იყო, მერე უკვე გენუაში ვნახეთ იმ ფეხბურთელის ციმციმი, რომელმაც საფეხბურთო იტალიას თავი შეაყვარა.

მისი თითოეული მოქმედება მოედანზე ბალზამია მათთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს. ვიღაცები მანქანის ქურდობაზე საუბრობდნენ, ვიღაცები ბიჭის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელთაც მან ღირსეული თამაშით უპასუხა.

კვარას ფსიქოლოგთან გაგზავნა უნდოდათ, მაგრამ ბიჭი მენტალურადაც ძალიან ძლიერია და ეს გუშინ „იუვენტუსთან გოლით და პასებით დაამტკიცა. გარდა ამისა, ის ხალხი, ვინც მას ფსიქოლოგთან მისვლას ურჩევდა, მართლა გაგზავნა, ოღონდ, პირდაპირ ფსიქიატრთან“, - წერს Area Napoli.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

„ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „სალერნიტანას“ ესტუმრება, თუმცა მანამდე იტალიის თასზე „კრემონეზეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113085