ფეხბურთი

15:52 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგამ ფერან ტორესს და სტეფან სავიჩს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა

ესპანეთის ლა ლიგამ „ბარსელონას“ ფერან ტორესსა და „ატლეტიკოს“ სტეფან სავიჩს, ამ გუნდების მატჩში მომხდარი დაპირისპირების გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიცია დაუწესა.



ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ბარსელონამ“ დემბელეს გოლით მადრიდის „ატლეტიკო“ 0:1 დაამარცხა, მატჩის 92-ე წუთზე ფერან ტორესსა და სტეფან სავიჩს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მატჩის მთავარმა არბიტრმა, მუნუერა მონტერომ ორივე მოედნიდან გააძევა.

„ატლეტიკოს“ მონტენეგროელი ცენტრალური მცველი „ალმერიასა“ და „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს. ფერან ტორესი კი „ბარსელონას“ „ხეტაფესა“ და „ჟირონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

კატალონიელებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ რობერტ ლევანდოვსკიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავის მომდევნო მატჩებში შეტევაში არჩევანის სიმწირე ექნება.

0.114347