სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:45 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩას და გამარჯვებების წელი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბევრი რამით შევა 2022 წელი ისტორიაში. კარგითაც და ცუდითაც. უფრო რა თქმა უნდა ცუდით, რადგან 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესია მთელი წლის მანძილზე მსოფლიოს ღირსეული და მშვიდობისმოყვარე მოქალაქეების მთავარი საფიქრალი იყო და ეს უბედურება უკრაინის მიწაზე სამწუხაროდ დღემდე გრძელდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენს პლანეტაზე სპორტული ცხოვრება მაინც გაგრძელდა და დასამახსოვრებელი ამბავიც ბევრი იყო. რომელი ერთი შეიძლება გავიხსენოთ, ყატარში გამართულ მუნდიალზე არგენტინის ნაკრებისა და პირადად ლეო მესის გამარჯვებით დაწყებული და მადრიდის „რეალის“ მიერ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის თასის აღებით დამთავრებული.

იყო საჩვენო, წმინდად ქართული სასიხარულო ამბები, რომლებიც შეიძლება სრულიად მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებას ბევრად არაფრად უღირს, მაგრამ ჩვენთვის, ქართული სპორტის ქომაგებისთვის დაუვიწყარი წელი იყო თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ „ნაპოლიში“ მშვენიერი გამოსვლისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ დიდი 6 ერის ორი წარმომადგენლის - იტალიისა და უელსის (თუნდაც ამხანაგურ) მატჩებში ძლევის გამო. ლაშა ტალახაძის დიდ გამარჯვებებს კი ისე მივეჩვიეთ, რომ მისი მორიგი მსოფლიოს ჩემპიონობა ლამის მარტივ და ჩვეულებრივ ამბად გვექცა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა და პირველყოვლისა ჩვენი გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნაჩვენები კარგი შედეგებით 2022 წელს კიდევ ერთხელ მიგვცეს იმედები, რომ იქნებ შევძლოთ და ევროპის ერთა ლიგის ეგიდით მაინც გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ეს იქნება ქართველი ქომაგების დიდი ხნის ოცნების ასრულება. ეს ისეთი რამაა, ხმამაღლა ოცნებისაც კი გვეშინია და მოდით, წელს გაჩენილი იმედების ასრულება მომდევნო ორ წელს მივანდოთ.

რა ვქნა, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო რუსები და რუსეთი. 2022 წელი სპორტის ისტორიაში იმითაც შევა, რომ ჩვენი დაუძინებელი მეზობლები თითქმის ყველა სპორტის სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ მოკვეთა სხვადასხვა რანგის ტურნირებიდან. მსოფლიოს სპორტული საზოგადოება ასეთი ერთიანი და ხმაშეწყობილი ბოლოს როდის იყო, პირადად მე ვერ ვიხსენებ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიფა-უეფას პოზიცია და სიხისტე. ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციებმა რუსებს არამხოლოდ საკლუბო ევროტურნირებში მონაწილეობა შეეზღუდა, არამედ რუსეთის ყველა ასაკის ნაკრებს აბსოლუტურად ყველა შეჯიბრებიდან ისეთი პანღური უთავაზეს, ახლა პუტინისტები იძულებულნი გახდნენ იარონ და ხან ბელორუსს თხოვონ ამხანაგურ მატჩებზე დათანხმება და ხან ტაჯიკეთს. რუსეთის ჩემპიონატებიდანაც ლეგიონერები თავქუდმოგლეჯილი გარბიან და სულ მალე რუსეთის სხვადასხვა სპორტის სახეობებში ეროვნული პირველობები ძველ, კარგად ნაცნობ დროს დაუბრუნდებიან როდესაც შეჯიბრებებში მხოლოდ რუსები მონაწილეობდნენ, გამარჯვებულს კაი ტკიცინა 100 მანეთიანს აძლევდნენ და გასახდელებში სპირტის და აცეტონის მძაფრი სუნი იდგა

ასეა თუ ისე, 2022 წელი ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. იმედია 2023 პირველყოვლისა რუსული იმპერიული ამბიციების დასამარების წელი გახდება, რასაც თან ჩვენი ქვეყნის სპორტული წარმატებებიც უნდა მოჰყვეს.

პირველყოვლისა, იმედი გავქვს, რომ ხვიჩა იტალიის ჩემპიონი გახდება, რაც ამ ბიჭის მომავალს კიდევ უფრო მეტად გააფერადოვნებს. ასევე მომავალ წელს საქართველოში იმართება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი და ბუნებრივია ჩვენი იუნიორების დასამახსოვრებელ თამაშის დიდი იმედი გვაქვს. იმედია არც დიდები შეირცხვენენ თავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მორაგბეებიც გააგრძელებენ წინსვლას, მოჭიდავეები და ძიუდოისტებიც გაგვახარებენ მაღალი სინჯის მედლებით და კალათბურთელებიც უწევენ მსოფლიოს ჩემპიონატს. 2023 წელს ეს ყველაფერი თუ მოხდება, საწუწუნო მერე აღარაფერი გვექნება!

Worldsport.ge ყველას გილოცავთ 2023 წელს. ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა დაგვბედებოდეს!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111398
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X