ფეხბურთი

17:10 | 22.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის კლუბებს მოთხოვნა მიეცათ შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ გუნდზე

22 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. წლის ბოლო სხდომაზე 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა. XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის წევრებს, პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების 2022 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ. განახლებულ რედაქციაში, Crystalbet ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ ქალთა გუნდზე ან საფეხბურთო სკოლაზე. ამასთან, ეროვნული ლიგის 10 კლუბთან ერთად, ქალთა ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ კლუბებს მოეთხოვებათ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც კლუბის მიერ დანიშნულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს.

სხდომაზე შეჯამდა 2022 წელი და დაიგეგმა მომავალი წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114127