ფეხბურთი

10:48 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მათეუსის რეკორდი გააუმჯობესა და პელეს მუნდიალის გოლებით გაუსწრო

საფრანგეთთან ფინალური მატჩი არგენტინის ნაკრების კაპიტნისთვის, ლიონელ მესისთვის 26-ე გამოდგა მუნდიალებზე. ამდენი შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ არავის უთამაშია. მანამდე 25 მატჩით სიას გერმანელი ლოთარ მათეუსი ლიდერობდა.

ფინალური მატჩის პირველ ტაიმში მესიმ პენალტი გაიტანა და ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა (პელეს სამუნდიალო მონაგარი ჯამში 12 გოლია). დამატებით დროში კი არგენტინელმა მეორე ბურთი შეაგდო, „ფეხბურთის მეფეს“ გადაუსწრო და ფრანგ ჟიუსტ ფონტენს დაეწია (13 გოლი).

ახლა მსოფლიო ჩემპიონატებზე მესიზე მეტი მხოლოდ სამ ფეხბურთელს - მიროსლავ კლოზეს (16), ბრაზილიელ რონალდოს (15) და გერდ მიულერს (14) გაუტანიათ.

ყატარის ტურნირზე მესიმ ექვსი გოლიდან ოთხი თერთმეტმეტრიანით გაიტანა და აქაც მესამე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ერთ ტურნირზე პენალტი ოთხჯერ ზუსტად დაურტყამს. ადრე ასეთი შედეგით პორტუგალიელი ეუსებიო (1966 წელს) და ნიდერლანდელი რობ რენსენბრინკი (1978) გამორჩეულან.

0.117718