ფეხბურთი

21:27 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბურთალო 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

გივი ჩოხელის სახელობის საქართველოს 19-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა.

ბოლო ტურის შეხვედრაში „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტი „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა. მესამე ადგილზე თბილისის „ლოკომოტივი“ გავიდა.

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120329