ფეხბურთი

14:04 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: ,,რეალს" და ხორვატიას ერთი დეენემი აქვთ"

ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა არგენტინასთან გასამართი მატჩისა და ხორვატიის ნაკრების მზაობის შესახებ ისაუბრა.



,,რეალ მადრიდს" და ხორვატიას ერთი დეენემი აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არასოდეს ვნებდებით. მინდა კიდევ ერთი ნახევარფინალი არა დიდი მოთამაშის, არამედ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშო. ლეო მესი ძალიან დიდია, ის მათი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ მის შესაჩერებლად დიდ სირთულეებს გადავაწყდებით, მაგრამ მზად ვართ და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ."

,,იმედია ფინალში გასასვლელად ჩვენი მონდომება საკმარისი იქნება. ყველა დიდ ქვეყნებს აქცევს ყურადღებას, ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ და არავინ გვითვალისწინებს. თუმცაღა, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, სხვები ფავორიტები არიან, ჩვენ კი ჩრდილში ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მატჩების ადრე დასრულება გვსურს და არ გვინდა მისი პენალტებამდე მიყვანა, მაგრამ თამაშების მოსაგებად ყველა ხერხს მივმართავთ." - განაცხადა მოდრიჩმა ესპანურ EL Chiringuito-სთან საუბარში.

ხორვატიის ნაკრებმა კატარის 2022 წლის მუნდიალზე ჯუფური ეტაპი წარმატებით გადალახა, მერვედფინალში იაპონია, მეოთხედფინალში კი ბრაზილია დაამარცხა და მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 13 დეკემბერს, 23:00 საათზე არგენტინას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119953