ფეხბურთი

15:23 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე აიუ: "რთული დღეები მქონდა, ჩემი ნათლული გარდაიცვალა, შვილი საავადმყოფოში მოხვდა"

განის ნაკრების კაპიტანმა ანდრე აიუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ბოლო დღეები მისთვის ძალიან რთული იყო. აიუმ განაცხადა, რომ მისი ნათლული გარდაიცვალა, ხოლო შვილი საავადმყოფოში მოხვდა.

„საბოლოო შედეგი არ იყო ისეთი, როგორსაც ტურნირზე ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ ასე დასრულდა. ძალიან ვამაყობ ჩემი ყველა თანაგუნდელით, რადგან მოედანზე და მოედანს მიღმაც შესანიშნავი გუნდური სულისკვეთება გვქონდა.

პირადად ჩემთვის ბოლო დღეები ძალიან მძიმე იყო. პორტუგალიასთან მატჩის წინ ნათლული დამეღუპა, ხოლო ურუგვაისთან თამაშის შემდეგ ჩემი ქალიშვილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოვლისშემძლე ალაჰის წყალობით, მისი მდგომარეობა უკეთესდება. ეს რთული დრო შთამაგონებს, რომ მომავალში უფრო ძლიერი და უკეთესი დავბრუნდე, ასევე მჯერა, რომ „შავი ვარსკვლავებიც“ დაბრუნდებიან. მადლობა ყველას მთელი გულით მხარდაჭერისთვის. ადამ მშვიდობით განისვენე“, - დაწერა აიუმ სოციალურ ქსელში.

თეგებიანდრე აიუ
0.123018