სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

17:42 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | შავი ლომი ნახევარფინალისთვის დაირაზმა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის დაცვას განაგრძობს და ერთრაუნდიან ნახევარფინალში ხვალ, 4 დეკემბერს (16 საათი) ესპანურ ‘იბერიანსს’ „ავჭალაზე“ მასპინძლობს.

ჯგუფური ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა და ‘შავმა ლომმა’ 23 ქულით აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ‘იბერიანსმა’ დასავლეთ კონფერენციაში ექვსიდან 5 თამაში მოიგო და ‘ლუზიტანუშის’ მსგავსად 24 ქულა მოაგროვა, მაგრამ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ სუპერ თასის პირველი გათამაშების ნახევარფინალში, ‘შავმა ლომმა’ ‘იბერიანსს’ ასევე „ავჭალაზე“ უმასპინძლა და უხვქულიან მატჩში 43:40 დაამარცხა.

მომავალ თამაშში ‘შავ ლომს’ ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია და გიორგი კერვალიშვილი დააკლდება. ამის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა ოპტიმალური სათამაშო შემადგენლობა შეარჩია.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა პატარაია იწყებენ; მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება; გამოცდილი და შეთამაშებულია მესამე ხაზიც – სანდრო მამამთავრიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლუკა ივანიშვილი.

ღერძზე თენგიზ პერანიძე ტრადიციულად ლუკა მატკავას შეუწყვილდება, ცენტრში კი მერაბ შარიქაძისა და დემე თაფლაძის დუეტს ვიხილავს. ფულბეკის პოზიციაზე მირიან მოდებაძე ბრუნდება, ხოლო ფრთებზე აკა ტაბუცაძე და ოთარ ლაშხი დადგებიან.

მარქაფიდან პირველ ხაზს ჯაბა ბრეგვაძე, ნიკა ხატიაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი გააძლიერებენ, მეორე ხაზს პაატა გალდავა, ხოლო მესამეს ნიკო აფციაური. ხაზის მარქაფაში არიან გიორგი მარგალიტაძე და ლაშა ლომიძე, ასევე სოსო მათიაშვილი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, დიდ 10-ში ითამაშა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ‘შავ ლომს’ უბრუნდება.

„ნახევარფინალს ვთამაშობთ და მის მნიშვნელობაზე აღარ შევჩერდები. სუპერ თასზე ერთვიანი შესვენება გვქონდა, რა პერიოდშიც მოთამაშეთა ნაწილი ნაკრებში, ხოლო ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში აქტიურობდა. კვირის დასაწყისში შევიკრიბეთ და მზადებამ ნორმალურად ჩაიარა. შეთამაშების მხრივ პრობლემა არ გვაქვს და კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტრავმას, არსებულ მოცემულობაში უძლიერესი შემადგენლობა გვყავს“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალი 4 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 16:00 შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. აკა ტაბუცაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სოსო მათიაშვილი.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113005
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X