სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

17:17 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მე-5 გამარჯვებამ დელტა სუპერლიგაში გაალიდერა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სუპერლიგის წაგებით დამწყები გურჯაანის დელტა ლიდერებში მყარად მკვიდრდება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი მატჩი თსუ-თან დათმო, რის შემდეგაც, მეხუთე შეხვედრაა, მარცხის გემო არ იცის. ოლიმპი, ბათუმი, ვერა, მეგა და ახლა ტიტებიც – გურჯაანელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და რაკი დაუმარცხებელი კავკასია ამ ტურში ისვენებს, სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ.

თავის მხრივ, ტიტებისთვის ეს მარცხი ზედიზედ მე-3 აღმოჩნდა და ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ჯერჯერობით ცხრილის ფსკერზე იმყოფება ვერასთან ერთად. დღევანდელი შეხვედრა ტიტებმა ისე დათმო, წარმატების რეალური შანსი არ ჰქონია და ამის მიზეზი სავარაუდოდ ლიდერების ტრავმიანობაა. მართალია, რამდენიმე მატჩიანი არყოფნის შემდეგ ლუკ მოიერი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო კენდრიკ ტომპსონმა, ხოლო ორდანე კანდა თამაშის მსვლელობისას დაშავდა და მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა. აქვე უნდა აღინიშნოს დელტას დანაკლისი: გურჯაანელებს სასტარტო ხუთეულის 3 კალათბურთელი აკლდათ: ოთარ ფხაკაძე, ლევან მასხულია და გეგი ბაქრაძე. თუმცა დელტას რომ უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე ტიტებს, ამ მატჩშიც გამოჩნდა.

პირველი პერიოდი გურჯაანელებმა 23:9 მოიგეს, მეორეში კი თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, ტიტებმა საქმის გამოსწორება მესამე პერიოდის განახლებისთანავე დაიწყეს და ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ირაკლი ძიძიგურის წუთშესვენებამ დელტას თამაში ჩვეულ, სტაბილურ კალაპოტში დააბრუნა და გურჯაანელთა უპირატესობა კვლავ 10 ქულას ასცდა.

თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ გურჯაანელებმა 83:72 (სტატისტიკა) მოიგეს და 1 მარცხის წილ 5 მოგებით სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. გამარჯვებულთაგან 26 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო რიკარდო ლინჩი. 19 ქულა ეივი ტუმერმა მოაგროვა, ზურა მაჩალაძის ანგარიშზე კი 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი დაგროვდა. ტიტებში 23 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მეიერი. რომელმაც 7 პასიც მიითვალა, 18 ქულითა და 6 მოხსნით კი აკაკი ლომოური გამოირჩა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108047
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X