რაგბი

12:49 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუბაი7 | მეორე დღე - 7-კაცა და 7-ქალა თასის მეოთხედფინალში

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახეს და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ.

7-კაცას პირველ დღეს ორი თამაში ჰქონდა მოგებული და ჯგუფური ეტაპი სამხრეთ აფრიკის SA ALL STARS 7S ACADEMY-სთან დაასრულა. მართალია გამარჯვება მეტოქეს დარჩა (14:24), თუმცა საქართველომ თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და იქ WYVERN HARLEQUINS შეხვდება, გუნდს, რომელმაც ქართული არმიის გუნდი გუშინ 25:12 დაამარცხა და ახლა რევანშის შანსი გვეძლევა.

ამავე ტურნირში ქართული არმიის 7-კაცამ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში უზბეკეთის ეროვნული ნაკრები 17:0 დაამარცხა, თუმცა რადგან გუშინ ორივე თამაში დათმო, მე-9 ადგილის მეოთხედფინალში გავიდა და იქ გამარჯვება NORTH WEST BARBARIANS დარჩა – 19:17.

ქალთა საერთაშორისო ღია ტურნირში, ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა 7-ქალამ და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. გოგონებმა დღეს SCOTTY’S RUGBY-ს 15:0 მოუგეს და ხვალ RHINOS RUGBY-ს ერკინებიან.

7-კაცა დუბაიში

სერგი ჩხაიძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე, ირაკლი სიმსივე, ცოტნე კვესელავა, გიორგი ჭუაძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, ზურა ნინიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ლევან ქუშაშვილი.

მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე

7-ქალა დუბაიში

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, ირმა გულიაშვილი, თამარი მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანი კაპანაძე, ანა დათიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ქართული ჯარი 7

ლევან რატიანი, ოთარ ფორჩხიძე, ლაშა დვალიშვილი, ლექსო ნანოშვილი, გურამ ყენია, გიორგი გელაშვილი, ისმაილ მარსაგიშვილი, გიგა კაციტაძე, სანდრო ნახუცრიშვილი, საბა ილურიძე, რამაზ ხარაზიშვილი, გიგლა ბობოხიძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

RUGBY.GE

0.103055