სხვა

0:41 | 3.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბივერ კრიკში უამინდობის გამო დაშვების რბოლა გადაიდო

პარასკევს სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასზე, აშშ-ის ბივერ კრიკში (შტატი კოლორადო) მამაკაცთა შორის დაშვების რბოლა უნდა გამართულიყო. მაგრამ ძლიერი ქარის და თოვის გამო, ის გადაიდო. განრიგის მიხედვით, ბივერ კრიკიშივე კიდევ ორი რბოლაა დანიშნული - შაბათს დაშვება და კვირას სუპერ გიგანტი.

ახალ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უამინდობის გამო, რბოლა გადასადები ხდება. თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) უკვე გადადო შვეიცარიის ცერმატსა და იტალიის ჩერვინიაში დაშვების რბოლები. ორივე მოგვიანებით გაიმართება.

მამაკაცთა და ქალთა რბოლები უნდა გამართულიყო ავსტრიის ლეხშიც, მაგრამ ისინიც უამინდობის გამო გადაიდო. ასევე ავსტრიის ზოლდენში უნდა გამართულიყო ქალთა გიგანტური სლალომი, მაგრამ რბოლას მის ნაცვლად, ავსტრიის ზემერინგი მოგვიანებით უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101881