რაგბი

10:28 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | 2022/2023 წლების სეზონის ფინალი „ავჭალაზე“ გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2022/2023 წლების დიდი 10-ის ფინალი „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე გაიმართება.

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ხვალ, ბათუმში დაიწყება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, 6 მოწინავე ფლეი ოფში გავა და ის ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს მასპინძლობს, ორი მოწინავე კი ისვენებს.

მეორე წრეში პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები წინასწარი ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ (შესარჩევი ფინალი). ამ ეტაპიდან ერთვებიან ფლეი ოფში ლიდერები და პირველადგილოსანი მეორეს მასპინძლობს, გამარჯვებული დიდი ფინალის საგზურს იღებს, ხოლო დამარცხებული დიდი ფინალის საგზურისთვის შესარჩევი ფინალის გამარჯვებულს ერკინება.

შეგახსენებთ, დიდი 10-ის გასული სეზონის ფინალში, ‘ბათუმმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 24:13 მოუგო.

RUGBY.GE

0.123011