ფეხბურთი

21:03 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრების სრული კრახი: ავსტრალია მუნდიალზე მერვედფინალში გავიდა

დანიის ნაკრებისგან მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი მოლოდინი იყო, ბევრი ფიქრობდა, სკანდინავიელებს შორს წასვლა შეეძლოთ, მაგრამ ჯგუფში ჩარჩნენ და სრულიად დამსახურებულად.

დანიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ 9 თამაში მოიგო და მუნდიალზე ძალიან ლამაზი ფეხბურთით გავიდა, რასაც წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი უძღოდა, ამიტომაც არსებობდა დიდი მოლოდინი, მაგრამ კასპერ ჰიულმანდის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე კატასტროფულ ფორმაში წარდგა.

დანიას ტუნისთან უგოლო ფრისა და საფრანგეთთან მარცხის მერე ავსტრალიის ნაკრებთან აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის წააგო, თან ისე, რომ საგოლე მომენტი პრაქტიკულად ვერ შექმნა.

ავსტრალიის ნაკრებმა კი საფრანგეთთან მარცხის მერე ტუნისსაც მოუგო და ახლა უკვე დანიის ნაკრებსაც. გამარჯვების გოლი გრეჰემ არნოლდის გუნდმა მე-60 წუთზე კონტრშეტევაზე გაიტანა, რომელიც ძალიან კარგად წარმართა და მეთიუ ლეკმა დიდებულად ითამაშა. მერე კი ავსტრალიელებს ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

შედეგად, დანიის ნაკრები ჯგუფში ერთადერთი ქულით ჩარჩა და თან, ბოლო ადგილი დაიკავა. ავსტრალიის ნაკრები კი 6 ქულით მერვედფინალშია და მეორე ადგილი ერგო, საფრანგეთის ნაკრებს მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩა.

ავსტრალიისთვის ეს ისტორიული შედეგია, რადგან მეორედ გავიდა მუნდიალის ჯგუფიდან (პირველად 2006 წელს). ავსტრალიის ნაკრები პლეი-ოფის პირველ სტადიაზე C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.

აქვე ვთქვათ, რომ ამავე ჯგუფში ტუნისის ნაკრებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი 1:0 დაამარცხა და 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, დანია-ავსტრალიის მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჯგუფიდან ტუნისი გავიდოდა...

ავსტრალია - დანია 1:0 (0:0)

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

ავსტრალია (4-4-2): რაიანი; დეგენეკი, სუტარი, როულსი, ბეჰიჩი; ლეკი (ჰრუსტიჩი 89), ირვინი, მუი, გუდვინი (ბაკუსი 46); დუკი (მაკლარენი 82), მაკგრი (რაიტი 74)

მწვრთნელი: გრეჰემ არნოლდი

დანია (4-2-3-1): შმეიხელი; რ. კრისტენსენი (ბა 46), ანდერსენი, ა. კრისტენსენი, მეჰლე (კორნელიუსი 69); ჰოიბერგი, იენსენი (დამსგორი 69); სკოვ ოლსენი (სკოვი 69), ერიკსენი, ლინდსტრომი; ბრაითვაითი (დოლბერგი 59)

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გოლი: 1:0 ლეკი (60)

გაფრთხილება: ბეჰიჩი (4), დეგენეკი (57) - სკოვი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 14 (3) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მუსტაფა გორბალი (ალჟირი)

1. საფრანგეთი 3 2 0 1 6 3 3 6
2. ავსტრალია 3 2 0 1 3 4 -1 6
3. ტუნისი 3 1 1 1 1 1 0 4
4. დანია 3 0 1 2 1 3 -2 1
0.118647