ფეხბურთი

23:02 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" თურქულ შეკრებაზე გაჰყვება

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ოთხშაბათს დაბრუნდება და გუნდს „კასტელ ვოლტურნოს“ ბაზაზე შეუერთდება.

მიუხედავად იმისა, რომ თურქულ შეკრებაზე მის წასვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, Sky Sport-ი იტყობინება, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად შეკრებაზე წავა.

„ნაპოლი“ თურქეთში სავარაუდოდ 1 დეკემბერს გაემგზავრება და იქ ორი კვირის განმავლობაში მოემზადება, სადაც ამხანაგურ შეხვედრებსაც ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.110666