სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:15 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ კუდუსის დუბლით განამ მერვედფინალისკენ ნაბიჯი გადადგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში განის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში გასვლის შანსი გაიზარდა.

აფრიკელებმა სამხრეთ კორეის ნაკრებს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობეს. ზოგადად, თამაში ძალიან კარგი გამოვიდა და ორივე გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. ეს განსაკუთრებით მაინც აზიელებს ითქმის, რომლებიც მთლიანობაში უპირატესობას ფლობდნენ და ალბათ წაგებას არ იმსახურებდნენ, მაგრამ განამ თავისი შანსები მაქსიმალურად გამოიყენა.

განამ კარში სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო პირველ ნახევარში სალისუსა და მოჰამედ კუდუსის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, რომლისგანაც მეორე ტაიმის დასაწყისში, 3-წუთიან ინტერვალში არაფერი დარჩა. გუ-სუნ ჩომ 58-ე და 61-ე წუთებზე თავით ორჯერ გაიტანა და პაულუ ბენტუს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.

სწორედ მაშინ, როცა სამხრეთ კორეის ნაკრებს მოსაგებად უნდა გაეწია და ამის შანსიც ჰქონდა, ისევ ჩამორჩა. 68-ე წუთზე მოჰამედ კუდუსიმ დუბლი შეასრულა. „აიაქსის“ ფეხბურთელი ჩინებულ ფორმაშია და ეს ამ ორმა ტურმა გამოაჩინა. დარჩენილ დროში „აფრიკელმა ვარსკვლავებმა“ უპირატესობა შეინარჩუნეს.

განის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ბოლო ტურში ურუგვაის შეხვდება, ხოლო სამხრეთკორეელთა აქტივში ქულაა და ჯგუფის ბოლო თამაში პორტუგალიის ნაკრებთან ელოდება.

სამხრეთ კორეა - განა 2:3 (0:2)

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“

სამხრეთ კორეა (4-2-3-1): კიმ სეუნგ-გიუ; კიმ-მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე (კვონი 90), კიმ იუნ-გვონი, კიმ ჯინ-სუ; ჰვან ინ-ბომი, იუნგი (უი-ჯო 78); კვონი (კან-ინ ლი 57), ჯეონგი (ნა სანგ-ჰო 46), სონი; ჩო

მწვრთნელი: პაულუ ბენტუ

განა (4-2-3-1): ატი-ზიგი; ლემპტი (ოდოი 78), ამარტი, სალისუ, მენსა (ბაბა 88); პარტეი, სამედი; კუდუსი (ჯიკუ 83), ა. აიუ (კეირე 78), ჯ. აიუ (სულემანა 78); უილიამსი

მწვრთნელი: ოტო ადო

გოლები: 0:1 სალისუ (24), 0:2 კუდუსი (34), 1:2 ჩო (58), 2:2 ჩო (61), 2:3 კუდუსი (68)

გაფრთხილება: იუნგი (27), კიმ იუნ-ვონი (77) - ამარტი (21), ლამპტი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

1. პორტუგალია 1 1 0 0 3 2 1 3
2. განა 2 1 0 1 5 5 0 3
3. ურუგვაი 1 0 1 0 0 0 0 1
4. სამხრეთ კორეა 2 0 1 1 2 3 -1 1
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117767
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X