სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:16 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ კოშმარულად დაიწყო: იაპონიამ ისტორიული თამაში მოიგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საუდის არაბეთმა არგენტინას მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა, მაგრამ არც იაპონიის ნაკრებს გაუკეთებია ნაკლები - აზიელებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს.

გერმანიამ წინა მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გაჭირვებით გავიდა და მერვედფინალში უშანსოდ გავარდა, ამიტომ საქმე სარეაბილიტაციოდ ჰქონდა, მაგრამ ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა ეს მუნდიალიც ცუდად დაიწყო.

მართალია, წინა ორი დიდი ფორუმისგან განსხვავებით, მთავარი მწვრთნელი ახალია (იოახიმ ლიოვის ნაცვლად ჰანსი ფლიკი), მაგრამ გერმანიის ნაკრები სტაბილური არ არის, რასაც მიმდინარე წელს 9 მატჩიდან მხოლოდ 3 მოგება მოწმობდა და კარგად ვერც მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

არადა, გერმანიის ნაკრები იაპონიასთან უპირატესობას ფლობდა და დაწინაურებაც მოახერხა. 33-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანმა დავიდ რაუმის მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. გერმანელებს ბევრი სხვა შანსიც ჰქონდათ, მაგრამ იაპონიის ნაკრების მეკარე სუიჩი გონდა დიდებული იყო. მან 7-ჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და მათ შორის ოთხჯერ 69-ე წუთზე, როცა ერთ შეტევაში 4 დარტყმა მოიგერია! იმ დროს გერმანია 1:0-ს იგებდა და ცხადია, მეორე გოლი რომ გაეტანა, თამაშსაც მოიგებდა. თუმცა, გონდამ იაპონიას შანსი დაუტოვა და ეს შანსი მისმა თანაგუნდელებმა გამოიყენეს.

73-ე წუთზე მანუელ ნოიერმა „მკვდარი ბურთი“ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ჰიროკი საკაიმ ცარიელ კარს ააცილა. თუმცა, ორი წუთის მერე ნოიერი შეცდა, როცა ძალიან მახვილი კუთხიდან დარტყმა თუ ჩაწოდება, პირდაპირ ცხვირწინ მოიგერია და რიცუ დოანმა ცარიელი კარი დალაშქრა. 83-ე წუთზე გერმანიის ნაკრების დაცვაში კიდევ ერთი ნაპრალი გაჩნდა, მაგრამ ტაკუმი ასანომ ფანტასტიკურად ითამაშა და ნოიერს ახლო კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, იაპონიის ნაკრებმა 2:1 მოიგო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ვინაიდან, ამ ჯგუფში ესპანეთისა და კოსტა რიკის ნაკრებებიც არიან, გამორიცხული არაფერია, გერმანიის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდება.

სხვათა შორის, გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში 3-ჯერ მარცხი განიცადა (მექსიკასთან, სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან), ხოლო თუ წინა ევროპის ჩემპიონატსაც მივათვლით, „ბუნდესნაკრების“ შედეგი ბოლო სამ დიდ ფორუმზე სავალალოა - 8 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება...

მომდევნო ტურში გერმანია 27 ნოემბერს, ესპანეთს შეხვდება და ეს მატჩი მისთვის ნამდვილად გადამწყვეტი იქნება, ხოლო იაპონიას კოსტა რიკასთან დაპირისპირება მოუწევს.

გერმანია - იაპონია 1:2 (1:0)

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; ზულე, რიუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი; კიმიხი, გიუნდოგანი (გორეცკა 67); გნაბრი (მუკოკო 90), მიულერი (ჰოფმანი 67), მუსიალა (გიოტცე 79); ჰავერტცი (ფულკრუგი 79)

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

იაპონია (4-2-3-1): გონდა; საკაი (მინამინო 75), იტაკურა, იოშიდა, ნაგატომო (მიტომა 57); ენდო, ტანაკა (დოანი 72); იტო, კამადა, კუბო (ტომისაუ 46); მაედა (ასანო 57)

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ

გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33, პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 25 (8) – 11 (3) ბურთის ფლობა: 74%-26% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: ივან ბარტონი (სალვადორი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.120384
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X