სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:15 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიისგან დიდი მოლოდინია, მაგრამ სერბეთიც ამბიციურია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი ალბათ G ჯგუფში შედგება, სადაც ბრაზილიის ნაკრები სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბრაზილია ტურნირის ფავორიტია, სერბეთისგან ბევრს ელიან და ძლიერი გუნდი ჰყავს. ამდენად, მათი თამაში მართლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს. სხვათა შორის, ისინი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს. სხვათა შორის, იმ ჯგუფში იყო შვეიცარიაც, როგორც ახლა - ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ მაშინ მეოთხე გუნდი კოსტა რიკა იყო, ამჯერად ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარიის მეტოქე კოსტარიკელთა ნაცვლად კამერუნის ნაკრები იქნება.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია და მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ტიტეს გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან დამაჯერებლად განვლო და შემადგენლობაც სოლიდურია. შესაბამისად, 20-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობა „სელესაოს“ სრულიად საფუძვლიანი ამბიციაა. სერბეთთან ბრუნო გიმარაეშის თამაში საეჭვოა და თუ მზად არ იქნება, მას ლუკას პაკეტა შეცვლის. შეტევაში რიშარლისონის შანსი უფრო ფასობს, ვიდრე გაბრიელ ჟეზუშის, ხოლო ნეიმარი და ვინისიუსი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

სერბეთის ნაკრებისგან ძალიან ბევრი სიურპრიზებს და შორს წასვლას ელოდება. ამას ლოგიკური ახსნა აქვს - დრაგან სტოიკოვიჩის გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, საკვალიფიკაციო ტურნირიც შესანიშნავად ჩაატარა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას აჯობა. ამდენად, სერბეთის ნაკრების ამბიციებიც საფუძვლიანია და საერთოდ არაფერია გამორიცხული. მცირე ტრავმა აქვს ალეკსანდარ მიტროვიჩს და მთავარი ბომბარდირი შესაძლოა სათადარიგო სკამზე იყოს. მას ალბათ, ლუკა იოვიჩი შეცვლის.

სტატისტიკა

ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამოუტოვებია და ტურნირიც ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოიგო. თუმცა, „სელესაოს“ ბოლო ტრიუმფი 2002 წლით თარიღდება და მას შემდეგ ბრაზილიის ნაკრები სამჯერ მეოთხედფინალში გავარდა (2006, 2010, 2018) და ერთხელ მეოთხე ადგილს დასჯერდა (2014).

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 1998 წლის შემდეგ არ დამარცხებულა (15 თამაში), როცა ნორვეგიასთან 1:2 წააგო.

ბრაზილიას 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს გასულ წელს, კოპა ამერიკის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა (0:1), ბოლო 7 მატჩი კი სულაც მოიგო.

ნეიმარს ორი გოლი სჭირდება, რომ პელეს გაუთანაბრდეს ბრაზილიის ნაკრებში გოლების რაოდენობით, ხოლო 3 გოლის შემთხვევაში „სელესაოს“ ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდება.

სერბეთის ნაკრებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 1 ფრე).

სერბეთი, როგორც ცალკე სახელმწიფო მუნდიალზე მესამედ თამაშობს. 2010 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა და ორივე შემთხვევაში 1 მატჩი მოიგო, 2 კი წააგო.

თუმცა, თუ იუგოსლავიასაც მივათვლით, ეს მათი მე-13 გამოჩენაა მუნდიალზე. ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატი სერბები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ (2006, 2010 და 2018).

ეს ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და ორივე თამაში ბრაზილიის ნაკრებმა მოიგო: 2014 წელს 1:0 და 2018 წელს სწორედ მუნდიალზე 2:0.

სავარაუდო შემადგენლობები

24 ნოემბერი, 23:00 საათი

ალ დაიენი, „ლუსაილ სთედიუმი“

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო; კაზემირო, პაკეტა; რაფინია, ნეიმარი, ვინისიუსი; რიშარლისონი

სერბეთი (3-4-1-2): ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი; მილენკოვიჩი, ს. მიტროვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი, გუდელი, ს. მილინკოვიჩი-სავიჩი, კოსტიჩი; ტადიჩი; ვლაჰოვიჩი, იოვიჩი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.125475
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X