დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
სკანდინავიელები მუნდიალზე შემდეგნაირი შემადგენლობით ითამაშებენ:
მეკარეები: კასპერ შმეიხელი (ნიცა, საფრანგეთი), ოლივერ კრისტენსენი (ჰერტა, გერმანია), ფრედერიკ რონოუ (უნიონი, გერმანია)
მცველები: სიმონ კიაერი (მილანი, იტალია), იოაკიმ მაელე (ატალანტა, იტალია), რასმუს კრისტენსენი (ლიდსი, ინგლისი), დანიელ ვასი (ბრონდბიუ), იენს სტრიგერ ლარსენი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანდრეას კრისტენსენი (ბარსელონა, ესპანეთი), იოახიმ ანდერსენი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ვიქტორ ნელსონი (გალათასარი, თურქეთი), ალექსანდერ ბაჰი (ბენფიკა, პორტუგალია)
ნახევარმცველები: მატიას იენსენი (ბრენტფორდი, ინგლისი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (ტოტენჰემი, ინგლისი), ტომას დელანი (სევილია, ესპანეთი), კრისტიან ერიკსენი (მანჩესტერი, ინგლისი), იასპერ ლიდსტრომი (აინტრახტი, გერმანია), კრისტიან ნორგაარდი (ბრენტფორდი, ინგლისი), რობერტ სკოვი (ჰოფენჰაიმი, გერმანია)
თავდამსხმელები: კასპერ დოლბერგი (სევილია, ესპანეთი), ანდრეას სკოვ ოლსენი (ბრიუგე, ბელგია), ანდრეას კორნელიუსი (კოპენჰაგენი), იონას ვინდი (ვოლფსბურგი, გერმანია), მიკელ დამსგორი (ბრენტფორდი, ინგლისი), მარტინ ბრაითვაითი (ესპანიოლი, ესპანეთი), იუსუფ პოულსენი (ლაიფციგი, გერმანია)
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისის, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.