ფეხბურთი

2:05 | 8.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ლა ლიგაში პირველად წააგო და ლიდერის პოზიცია დაკარგა

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტური სენსაციურად დასრულდა. მადრიდის „რეალმა“ „რაიო ვალეკანოსთან“ ვერაფერი გააწყო და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა, შედეგად, ლიდერის პოზიცია დაკარგა.

„რაიო“ „სამეფო კლუბთან“ მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის მიწურულს, 4-წუთიან ინტერვალში ლუკა მოდრიჩისა და ედერ მილიტაოს გოლებით მადრიდელები წინ გავიდნენ, ტაიმი მაინც ვერ მოიგეს, რადგან 45-ე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს.

67-ე წუთზე კი ოსკარ ტრეხომ პენალტით გაიტანა და დარჩენილ დროში კარლო ანჩელოტის გუნდმა ვერაფერი შეცვალა.

მადრიდის „რეალს“ 13 ტურში 32 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლა ლიგას კი სათავეში „ბარსელონა“ ჩაუდგა, რომელიც „სამეფო კლუბს“ ორი ქულით უსწრებს.

„რაიო ვალეკანო“ – „რეალი“ 3:2 (2:2)

გოლები: 1:0 კომესანა (5), 1:1 მოდრიჩი (37, პენ), 1:2 მილიტაო (41), 2:2 გარსია (44), 3:2 ტრეხო (67, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139647