ფეხბურთი

20:17 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი ოქტომბერში სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი გახდა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. იტალიელი სპეციალისტი სერია A-ს ვებგვერდმა გამოარჩია.

„ნაპოლი“ სერია A-ში ოქტომბერში 5 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო, ამდენად გასაკვირი არაა, რომ თვის საუკეთესო მწვრთნელად სპალეტი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატს 12 ტურის შემდეგ 32 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112541