ფეხბურთი

2:30 | 4.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ქართველი ფეხბურთელების სამი კლუბი ითამაშებს

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც პლეი-ოფში გასული 16 გუნდის ვინაობა გაირკვა. აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგაზე 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გავიდა (პირველადგილოსნები), ხოლო 8 გუნდს მანამდე 1/16 ფინალში თამაში მოუწევს (მეორეადგილოსნები), ისევე, როგორც ევროპა ლიგიდან გადმორთულ გუნდებს.

ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს და ავტომატურად მერვედფინალში ითამაშებენ:

„ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი), „ვესტ ჰემი“ (ინგლისი), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ნიცა“ (საფრანგეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), „დიურგარდენი“ (შვედეთი), „სივასპორი“ (თურქეთი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი)

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებენ ჯგუფების მეორეადგილოსნები, რომლებიც ევროპა ლიგიდან გადმორთულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. პირველ მატჩებს ევროპა ლიგის გუნდები შინ ჩაატარებენ, საპასუხოს - სტუმრად.

კონფერენს ლიგის ჯგუფებში მეორეადგილოსნები:

„ფიორენტინა“ (იტალია), „ანდერლეხტი“ (ბელგია), „ლეხი“ (პოლონეთი), „პარტიზანი“ (სერბეთი), „დნიპრო 1“ (უკრაინა), „გენტი“ (ბელგია), „კლუჟი“ (რუმინეთი), „ბაზელი“ (შვეიცარია).

ევროპა ლიგიდან გადასული გუნდები:

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „აეკ“ (კვიპროსი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ბრაგა“ (პორტუგალია), „შერიფი“ (მოლდოვა), „ლაციო“ (იტალია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი)

1/16 ფინალში ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. წილისყრა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო მატჩები 2023 წლის 16-23 თებერვალს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115219